ახალი ამბები

რა იზღუდება სააღდგომოდ

26 აპრილი, 2021 •
რა იზღუდება სააღდგომოდ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის შემდეგ, 3 მაისიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება, რომელიც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სხვადასხვა დაწესებულებების ფუნქციონირებასა და სასაფლაოებზე მოქალაქეთა დაშვებას.

მთავრობის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწყებამდე, აღდგომის დღეს, ე.წ. კომენდანტი საათი 3 საათით შემცირდება „საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში (24-30 აპრილი) მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები აიცრებიან,“.

რაც შეეხება შეზღუდვებს, სია ასე გამოიყურება:

  • 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ეს შეზღუდვა ტაქსის არ ეხება;
  • სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება;
  •  სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
  • 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებათა ნაწილი არ იმუშავებს. თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, საბანკო საქმე, სარკინიგზო, საფოსტო და საკურიერო მომსახურება და სხვა.

ვრცლად ნახეთ:

რა სფეროებს არ ეხება 4-11 მაისს გამოცხადებული უქმეები

მასალების გადაბეჭდვის წესი