საქართველოს მთავრობის განცხადებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციის შედეგად, აღდგომის დღესასწაულზე სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.
“ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაშემცირდება მხოლოდ ერთი დღით, პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, — განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.