საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მისვლა შეიზღუდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.
დღეს, 26 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 3 საათით შემცირდება.
“ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემცირდება მხოლოდ ერთი დღით, პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, — განაცხადა ღიბრაძემ.