ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 521 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 4.64%-ია – 26 აპრილი

26 აპრილი, 2021 •
გამოვლინდა კორონავირუსის 521 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 4.64%-ია – 26 აპრილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 521 ხალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 11 226 ტესტის საფუძველზე გამოავლინეს, რომელთაგან 3 463 ანტიგენის იყო, 7 763 კი — PCR.

25 აპრილის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში—  4.03%, ხოლო ბოლო ერთი კვირის — 4.51%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304 272-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 043 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    •  თბილისი – 285
    • აჭარა – 68
    • იმერეთი – 36
    • ქვემო ქართლი – 10
    • შიდა ქართლი – 10
    • გურია – 6
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49
    • კახეთი – 39
    •  მცხეთა-მთიანეთი – 16
    • სამცხე-ჯავახეთი –  2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 174-ია, მათგან 3 676 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი