საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 966 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ჩატარდა კორონავირუსის 23 888 ტესტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 222 პირი.
„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ახალი 966 რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 567
- აჭარა – 117
- იმერეთი – 77
- ქვემო ქართლი – 30
- შიდა ქართლი – 21
- გურია – 15
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73
- კახეთი – 42
- მცხეთა-მთიანეთი – 17
- სამცხე-ჯავახეთი – 7
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0 .
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – 10, იმერეთში – 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ამბობს მთავრობა და ამატებს, რომ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 823 პირი, აჭარაში – 2 484, იმერეთში – 1 196.
საქართველოში სულ კორონავირუსის 303 751 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 285 971 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 025 გარდაიცვალა.