“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უკიდურესად დაიძაბა. ამის საილუსტრაციოდ ვაშაძე ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ ის და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდნენ.
“ამნისტაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. 6 თვის ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული [შეთანხმების დოკუმენტი], კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედით თალაკვაძესთან, სხვებიც დაადასტურებენ, თუ არ გჯერათ”, – ამბობს ვაშაძე.
რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ვაშაძე განმარტავს:
“რომ ამნისტიის პროექტი ვისზე უნდა გავრცელებულიყო, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე რომ არ უნდა გავრცელდეს, ეს მათაც თქვეს, მაგრამ იყო ვადები: ამნისტიის კანონი შეიძლება გაწელო და მიიღო 3 თვეში და მიიღო მოკლე დროში”, – ამბობს ვაშაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებზეც გავრცლდება ამნისტია, არის მოქმედი საქმეები. მისი თქმით, იყო საფრთხე, რომ 20 ივნისს მომხდარ ყველა დანაშაულზე განხორციელებულიყო ამნისტია, რაც არ არის მისაღები. მისივე თქმით, ამნისტია ვერ შეეხება ადამიანის უფლებათა კონვენციით დაცული უფლებების ხელყოფაზე. ვაშაძის თქმით, შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, იყო საბოლოო ვერსია, რომელსაც მედიატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას სთავაზობდა.