ახალი ამბები

უკრაინამ და საქართველომ MAP უნდა მიიღონ – ლინას ლინკევიჩუსი

23 აპრილი, 2021 •
უკრაინამ და საქართველომ MAP უნდა მიიღონ – ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველომ და უკრაიანამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.

“რუსეთმა ახლახან კიდევ ერთხელ გამოავლინა “გამჭრიახობა”, რომ თითქოს უკრაინამ დონბასში სიტუაცია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის(MAP) მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდე, ორივემ — უკრაინამაც და საქართველომაც- უნდა მიიღოს MAP და ნატოს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება”, — წერს ლინას ლინკევიჩუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი