ახალი ამბები

ვემიჯნებით – დეკანოიძე და ჭალიძე პარტიების მიერ წულაიას მხარდამჭერ განცხადებაზე

22 აპრილი, 2021 • 1082
ვემიჯნებით – დეკანოიძე და ჭალიძე პარტიების მიერ წულაიას მხარდამჭერ განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა ჭალიძე აცხადებენ, რომ ემიჯნებიან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს.

„არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას. ვწუხვარ კიდეც“, – დაწერა თეონა ჭალიძემ ფეისბუკზე.

„როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას“, – დაწერა დეკანოიძემ და დასძინა: „არ მიმაჩნია სწორად. ჩემი პოზიციაა. თუმცა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში რომ ეჭვი არ მეპარება, გასაგებია“.

20-ზე მეტმა პარტიამ, მათ შორის ენმ-მ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და სხვებმა, გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. პარტიებმა განაცხადეს, რომ საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტი ნათლად ჩანს.

წულაია 2021 წლის მარტში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

დღევანდელ წერილს ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • ლელო საქართველოსთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტია კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველოს

ვრცლად:

“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი