ახალი ამბები

კობახიძის თქმით, “ოცნებას” ბრიუსელში ყველა აქებს დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის

22 აპრილი, 2021 • 874
კობახიძის თქმით, “ოცნებას” ბრიუსელში ყველა აქებს დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას და ყველა აქებს “ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის:

“დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის; ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს; ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს; ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის; ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს; ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს; ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს; ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს; ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს; ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს; ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს “ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. “ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს, 18 აპრილს, პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა. დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიების ნაწილმა. შეთანხმებას ამ დრომდე არ აწერს ხელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. შეთანხმების ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი