ნეტგაზეთი | 4 400 საწოლიდან 3 600 საწოლი დაკავებულია – გაბუნია 4 400 საწოლიდან 3 600 საწოლი დაკავებულია – გაბუნია – Netgazeti
RU | GE  

4 400 საწოლიდან 3 600 საწოლი დაკავებულია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ 4 400 საწოლიდან 3 600 საწოლი კოვიდ პაციენტებით დაკავებულია.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ კი საბჭოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

„შემთხვევების რაოდენობა იმატებს, დადებითობის მაჩვენებელი, 2 კვირის საშუალო რჩება 4%-ს ქვემოთ ჯერჯერობით, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა.

გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, მათ შორის, 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია. 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება“, – თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის პარალელურად, გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატება დიდ ქალაქებში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1310 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 282 869 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 971 გარდაიცვალა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან