ახალი ამბები

“შეთანხმების დადებითი მხარეა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს” – კობახიძე

20 აპრილი, 2021 •
“შეთანხმების დადებითი მხარეა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აცხადებს, რომ შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ დოკუმენტი პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

კობახიძის თქმით, ხელშეკრულებაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თეორიული შესაძლებლობა გათვალისწინებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე გაცილებით მაღალ შედეგს დააფიქსირებს:

“შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ის პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს. თეორიული შესაძლებლობა ამის არის გათვლაისწინებული შეთანხმებაში, თუმცა პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ ეს არის გამორიცხული.

არათუ 43 -პროცენტიანი ზღვრის გადალახვა, არამედ ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად “ქართულ ოცნებას”. აქედან გმაოდმინარე, ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია. ქართული ოცნეაბ დამაჯერებლად მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს და სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი