ახალი ამბები

სამადაშვილი: მიშელს ავუხსენით, რატომაა მნიშვნელოვანი მელიას გირაოს გარეშე გათავისუფლება

20 აპრილი, 2021 •
სამადაშვილი: მიშელს ავუხსენით, რატომაა მნიშვნელოვანი მელიას გირაოს გარეშე გათავისუფლება

სალომე სამადაშვილი, რომელმაც შარლ მიშელის მედიატორობით შემუშავებულ დოკუემნტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აუხსნეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, მოიძობნოს მელიას გათავისუფლების ისეტი გზა, რომელიც გირაოს გადახდას არ უკავშირდება.

“მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის წინაპირობა, ჩვენ შევძლოთ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. ჩვენ ველოდებით და იემდი გვაქვს, პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ დღეს გირაოს გადახდა არ არის არც იურიდიულად და არც მელიას სურვილია”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ხელშეკრულების მიხედვით, მომავალ ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ოპოზიციის მუშაობაც პარლამენტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებით შემოიფარგლება მანამ, სანამ მელია საპატიმროს არ დატოვებს:

“თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, გუშინდლიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი და მაშინ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მუშაობა დაიწყება მხოლოდ ამნისტიის კანონთან მიმართებით. ამნისტიის კანონით მელიას გათავისუფლების შემდეგ შევალთ იმ ფაზაში, როდესაც იმედი მაქვს, შემოგვიერთდება ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი და შეგვეძლება ყველა სხვა საკითხზე დავიწყოთ მუშაობა”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი