საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში პარტიებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ძირითადი აქცენტები საქართველოს ევროპულ მომავალზე გაკეთდა და აღინიშნა, რომ შეთანხმებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდგომი კონსოლიდაცია:
“შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს იმას, რომ მხარეები მუშობენ პარლამენტში და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე. მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომის კვირა და ჩვენ ოპოზიციას ველით პარლამენტში. რაც შეეხება შეხცედრის შინაარს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მიშელს.
მაგრამ აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევორპულ მომავალზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეთანხმებაზე გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, რაც შეეხება გიორიგ რურუას და ნიკა მელიას საქმეებს, ორივე საკითხზე ჯერ კიდევ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ყველაფერი განმარტებული იყო ოპოზიციისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს დღეებში რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა.
რაც შეეხება ნიკა მელიას, თალაკვაძის თქმით , მოხდება ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფა, თუმცა მელიას გადასაწყვეტია, აღნიშნულს დაეთანხმება თუ არა. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევა, ამინისტიის კანონზე დაიწყებენ მუშაობას:
“რაც შეეხება პატიმრების საკითხს, აქ ყველაფეირ ნათლად იყო განმარტებული ოპოზიციისთვის მანამდეც სანამ ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. ყველა მხარემ ნათლად და მკაფიოდ იცის, რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით. ქალბატონმა პრეზიდენტმა მნისვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და ვადები მკაფიოდ დაასახელა. შესაბამისად, მაღალი ალბათობით ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მასთან დაკავშირებით შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. პირველი, ეს არის ევორკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა, და შემდეგ, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება გულისხმობს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტზე”, – ამბობს თალაკვაძე.