სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპატიმროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე,ს ნიკა მელიას შეხვდა. ნინო ლომჯარიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას დარჩა შთაბეჭრილება, მელიას გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
ომბუსდმენის თქმით, პოლიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ მასთან არც წინასწარი კონსულტაციები გამართულა მხარეების მხრიდან გირაოს საკითხთან დაკავშირებით.
“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და ასევე საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა წინასწარი კონსულტაიცები გირაოს საკითხთან დაკავშირებით”, – ამბობს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარიას თქმით, მისი პოზიციაა, რომ პროკურატურას გირაოს შეფარედების გარეშეც აქვს შესაძლებლობა, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მოუწოდებს უწყებას, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს:
“ჩემი პოზიციაა, რომ პროკრუატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. ეს შესაძლებელია გირაოს გარეშეც. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისათვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაიბლიზაცია მოხდეს, მათ შეუძლიათ ეს გადაწვყეტილება თავისუფლად გააკეთონ.
ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროსკურატურის მისამართით, რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. თუმცა ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს ან პროკურატურას, ან ხელსუფლებას. იმიტომ, რომ თავად ხელისუფლება ამინისტიაზე საუბრობს” ,- ამბობს ნინო ლომჯარია.