ახალი ამბები

მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ გამოსასყიდს გადაგიხდით – მელია

20 აპრილი, 2021 •
მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ გამოსასყიდს გადაგიხდით – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

“მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე”, — წერს მელია Facebook-ში.

ქართულ ოცნებას :

მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით ??

17:55 სთ. რუსთავის ციხე

Posted by Nika Melia on Tuesday, 20 April 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს რეაგირებას პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე [მელიას და რურუას საქმეები], ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ენმ აპირებს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ. ამასთან, მელია გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი