ახალი ამბები

ვის შეხვდება საქართველოში ვიზიტისას შარლ მიშელი

20 აპრილი, 2021 •
ვის შეხვდება საქართველოში ვიზიტისას შარლ მიშელი

დღეს, 20 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვა. მიშელის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება.

ცნობილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის განრიგი. მიშელი საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყებს. შეხვედრის შემდეგი კი ზურაბიშვილი და  მიშელი პრესისათვის ერთობლივი განცხადებებს გააკეთებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია შარლ მიშელისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იგეგმება, რომ მიშელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება.

დღის ბოლოს კი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ვახშმაზე უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი