ახალი ამბები

მელია ციხეს როცა დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს – სააკაშვილი

20 აპრილი, 2021 •
მელია ციხეს როცა დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს – სააკაშვილი

„მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს ვიდეომიმართვაში.

შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა „ლელომ“, „რესპუბლიკელებმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“, „ქართულმა ოცნებამ“.

დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 20 აპრილს მოუწოდა პარლამენტის არჩეულ ყველა დეპუტატს, დილის 9 საათიდან მივიდნენ ევროკავშირის ოფისში და ხელი მოაწერონ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს.

რამდენი დეპუტატის შესვლაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი