ნეტგაზეთი | ცვლილებების გატარება შეთანხმებასავით მნიშვნელოვანია — სახ. დეპარტამენტის სპიკერი ცვლილებების გატარება შეთანხმებასავით მნიშვნელოვანია — სახ. დეპარტამენტის სპიკერი – Netgazeti
RU | GE  

ცვლილებების გატარება შეთანხმებასავით მნიშვნელოვანია — სახ. დეპარტამენტის სპიკერი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ოპოზიციასა და „ქართული ოცნებას“ შორის შეთანხმებას ეხმაურება.

ის წერს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების გატარება დოკუმენტის ხელმოწერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც 19 აპრილს საქართველოში მიაღწიეს. [შეთანხმება] აჩვენებს საქართველოს რწმენას დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან პროცესში. იმპლემენტაცია თანაბრად მნიშვნლოვანი იქნება“, — წერს პრაისი და ამბობს, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა შეთანხმების მიზანი მიღწეული იქნას.

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილმა და „ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით, შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.

შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დღეს საქართველოში თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის.

“დილის 9 საათიდან გიწვევთ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად” — კარლ ჰარცელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან