ახალი ამბები

ეს დოკუმენტი გზაა, რომ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა – სამადაშვილი

19 აპრილი, 2021 •
ეს დოკუმენტი გზაა, რომ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს და უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა. უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ეტაპზე ხელმოწერას არ აპირებს.

“მინდა განვაცხადო, რომ მე დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც ინდივიდუალური წევრი საქართველოს პარლამენტის და მინდა განსაკუთრებული მადლოვა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, და გიორგი რურუა.

უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს მეგობრების, რათა ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ისე, როგორც ეკადრება ევროპულ ქვეყანას. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ,ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართელოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით”,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი