15 მაისის აქციამდე თბილისში, რიყის პარკში ოპოზიციის წარმოამდგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იყო 15 მაისის აქციასთან დაკავშირებითაც.
ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა კვლავ იგეგმება, მანამდე კი ოპოზიცია რეიოგნებში ხალხს ხვდება.
“დღეს აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ის ხალხი, რომელიც არის 15 მაისის აქციის ორგანიზებაში. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გასულები ვართ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რომ კიდევ ერთხელ შევხდეთ ჩვენს ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის, ხატია დეკანოიძე, გიგი წერეთელი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, ბადრი ჯაფარიძე და ნინო ბურჯანაძე.
ოპოზიციურმა ლიდერებმა საზოგადოებას 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.