ახალი ამბები

ხელს ვაწერ შეთანხმების ტექსტს – ჯაფარიძე

19 აპრილი, 2021 •
ხელს ვაწერ შეთანხმების ტექსტს – ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერია, ამბობს, რომ ხელს აწერს შარლ მიშელის შემოთავაზებულ შეთანხმებას.

ჯაფარიძე ფეისბუკზე გამოქვეყნებილ ვრცელ პოსტში განმარტავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტს ხელს სამი მიზეზის გამო აწერს, კერძოდ:

„1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;

2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;

3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელმოწერის მიუხედავად, არ სჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა:

“არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში;

არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ.

რისიც მჯერა, არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა“, – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ მის გადაწყვეტილებას მხოლოდ სიმბოლური ხასიათის ექნება, რადგან – „22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე”.

„ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში. დაბოლოს:

მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში. არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – წერს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი