ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში საუბარია, რომ თუკი პარტიებს შორის შეთახმება შედგება, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება.
კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია შარლ მიშელის დოკუმენტში.
როგორც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, პარტიებმა დრო ითხოვეს, რათა შარლ მიშელის ახალი წინადადება განიხილონ.