საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 16 აპრილს, ხმოვანი პისტოლეტით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს 112-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა.