ახალი ამბები

ხაიშში პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

18 აპრილი, 2021 •
ხაიშში პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ხაიშში პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 17 აპრილს ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამართალდამცავს ადგილობრივებმა სცემეს და კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარა ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი