ახალი ამბები

4 მაისიდან “სინოფარმით” აცრა დაიწყება – ამირან გამყრელიძე

18 აპრილი, 2021 •
4 მაისიდან “სინოფარმით” აცრა დაიწყება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება.

“დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური “სინოფარმით” აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”, — განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი 2-თან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი