ნეტგაზეთი | სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი 4 დღით შეჩერდება — NCDC სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი 4 დღით შეჩერდება — NCDC – Netgazeti
RU | GE  

სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი 4 დღით შეჩერდება — NCDC

სააღდგომო არდადეგების პერიოდში, 30 აპრილიდან 3 მაისამდე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

უწყება “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და დასძენს, რომ ხსენებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა.

“გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად!

ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”, — აღნიშნავს NCDC.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან