ახალი ამბები

მერკელმა და მაკრონმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს — France 24

16 აპრილი, 2021 • 901
მერკელმა და მაკრონმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს —  France 24

საფრაგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რუსეთს მოუწოდეს, უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი France 24 ავრცელებს.

ზელენსკი 16 აპრილს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა, შეხვედრაში ვიდეოჩართვის საშუალებით მონაწიელობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. სამი ლიდერის საუბრის მთავარი თემა სწორედ უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარება იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მას სურს უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ოთხმრივი შეხვედრა გაიმართოს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით.

უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა გადაისროლა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ფოტოზე: მაკრონი და მერკელი გერმანია-საფრანგეთის უსაფრთხოების საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე. პარიზი, 5 თებერვალი, 2021. EPA-EFE/THIBAULT CAMUS / POOL MAXPPP OUT

მასალების გადაბეჭდვის წესი