ახალი ამბები

საქართველოს გამო “ქართულ ოცნებას” ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს – ვიოლა ფონ კრამონი

16 აპრილი, 2021 • 917
საქართველოს გამო “ქართულ ოცნებას” ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დადებითად აფასებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად მოაწერს.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს.

“კარგია, რომ  “ქართული ოცნება” აჩვენებს კომპრომისისთვის მზადყოფნას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს მას. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება მრავალი დეტალი, რომელთა შემუშავებაც აუცილებელია. ევროკავშირი მზად არის დასახმარებლად”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

“ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტში მოცემულ პუნქტებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ხელს ოპოზიციაც მოაწერს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი