ახალი ამბები

ჯაფარიძე დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

16 აპრილი, 2021 •
ჯაფარიძე დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

“გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩი — მეტი თავისუფლების” პრესსამსახურში განუცხადეს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის, განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.

დღეს თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ შეთანხმების პროექტს ცალმხრივად ხელს მოაწერს და თუ იგივე ნაბიჯს ოპოზიციაც გადადგამს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი