ახალი ამბები

შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

14 აპრილი, 2021 • 519
შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბაბუა შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა დღეს, 14 აპრილს მოხდა და ბაბუა ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს – 1997 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, — ნათქვამიას შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი