ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1085 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 35 863 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათ შორის 23 896 ანტიგენის, 11 967 კი PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.03%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.67% იყო. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 291 214-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 901 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 664
- აჭარა – 96
- იმერეთი – 52
- ქვემო ქართლი – 40
- შიდა ქართლი – 31
- გურია – 24
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120
- კახეთი – 24
- მცხეთა-მთიანეთი – 22
- სამცხე-ჯავახეთი – 5
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8604-ია, მათგან 2546 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.