ახალი ამბები

საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

13 აპრილი, 2021 •
საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოვა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.

“ვიზიტი თბილისში აპრილის ბოლოს გაიმართება. მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება თანამშრომლობის გზით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგი – ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი ვიზიტის ფარგლებში” ,- წერს ლიეტუვის ელჩი.

მანამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებდა, რომ თბილისში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება. მათი თქმით, მინისტრები საქართველოში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ჩამოვლენ და მიზანი არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა იქნება.

ვრცლად წაიკითხეთ:

ოპოზიცია თბილისში ევროკავშირის 6 ქვეყნის საგარეო მინისტრის ჩამოსვლას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი