ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით, 821 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა

13 აპრილი, 2021 • 955
იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით, 821 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა და 821.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტისგან განსხვავებით მოცემულ პერიოდში შემცირდა იმპორტი 2.4% და დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, 2020 წელთან შედარებით ექსპორტის ყველაზე დიდი ,76.8 მლნ აშშ დოლარით ზრდა მარტში დაფიქსირდა. გასული წლის მარტში საქართველოში სრული ლოქდაუნი იყო. მიმდინარე წლის მარტში 326.3 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი