ახალი ამბები

“ამას ნუ იზამთ, მე გადამიარეთ!“ – მაკა სულაძის მიმართვა პოლიციელებს [ვიდეო]

12 აპრილი, 2021 • 2197
“ამას ნუ იზამთ, მე გადამიარეთ!“ – მაკა სულაძის მიმართვა პოლიციელებს [ვიდეო]

“სამშობლოს დაცვა არ არის ეგ. არც კანონს იცავთ, არც სამშობლოს. რას აკეთებთ, რას, გამაგებინეთ?!..ნუ იზამთ ამას, დედა. ნუ იზამთ, მე გადამიარეთ..“, – ასე მიმართავს რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე აქტივისტი მაკა სულაძე პოლიციელებს, რომლებიც დღეს ხეობაში იდგნენ.

პოლიციის კორდონი დღეს რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან გზის გადაკეტვის მიზნით იდგა. ისინი არ უშვებდნენ მომიტინგეებს, რომლებბსაც, თავის მხრივ, „ნამახვანი ჰესის“ მიმდებარედ უნდოდათ ფეხით მისვლა. სწორედ აქ შეხვდა მათ მაკა სულაძეც.

„უკან წახვალთ თუ წინ წახვალთ, ეს არის თქვენი არჩევანი. გემუდარებით, ბიჭებო, ნუ დაემორჩილებით ამ უკანონო, უღირსს, სამშობლოს გამყიდველ ხელისუფლებას. თქვენი შვილები ხომ უყურებენ ამას?! რას ეტყვით, როგორ გასცემთ პასუხს? მთელი ცხოვრება გაგტანჯავთ ეს.. დედები ვდგავართ თქვენ წინაშე“, – ამბობს ქალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი