“სამართლიანი არჩევნები”(ISFED) აცხადებს, რომ ორგანიზაციის ვებსაიტზე არსანქცირებული შეტევა განხორციელდა.
მათივე განცხადებით, შეტევა 10 აპრილს მოხდა და ამ დროისთვის ვებსაიტის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
“სამართლიანი არჩევნებისთვის“ დღეს გახდა ცნობილი, რომ 10 აპრილის ღამეს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე (isfed.ge) არსანქცირებული შეტევა განხორციელდა. მომხდარის შედეგად ორგანიზაციის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს. მიმდინარეობს დეტალების მოძიება და ვებგვერის აღდგენის სამუშაოები”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.