ახალი ამბები

“გირჩს” ცოტა არეული აქვს თავისი და ჩვენი ფუნქციები – ვოლსკი

12 აპრილი, 2021 •
“გირჩს” ცოტა არეული აქვს თავისი და ჩვენი ფუნქციები – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “გირჩის” წევრებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფუნქციები არეული აქვთ.

ასე გამოეხმაურა ვოლსკი “გირჩის” 7-პუნქტიან წინაპირობას, რომელთაგან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, პარტია პარლამენტში შევა.

“გირჩს” ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობა/უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, სწორედ ეგეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება. […] არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები, ეს არაა საკმარისი, რათა სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე”, — განაცხადა ვოლსკიმ.

„გირჩი“ აცხადებს, რომ თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის შეთანხმება ვერ შედგა, მათი 7-პუნქტიანი წინაპირობებიდან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, პარტია პარლამენტში შევა.

„გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტასა და მოწესრიგებას“, – ნათქვამია პარტიის გაზეთში, რომლის პირველი გვერდიც ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

აღნიშნულ წინაპირობებში პარტიამ შეიტანა ისეთი საკითხები, როგორიცაა შერიფების ინსტიტუტის ჩამოყალიბება, კერძო სკოლების სრული დერეგულირება, მარიხუანის ლეგალიზება და ა.შ.

გირჩი აცხადებს, რომ 7 პირობიდან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში შევა

მასალების გადაბეჭდვის წესი