საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ზურაბ ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შეტანილი.
უწყების განცხადებით, მიმდინარეობს საქმის განხილვა და კანონით დადგენილი ვადების გათვალისწინებით საქმის განხილვა მაისში უნდა დასრულდეს.
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება “ქართული ოცნების” მმართველობამ შეცვალა, ზურაბ ადეიშვილი საზღვარგარეთ იმყოფება. მას არაერთ საქმეზე წაუყენეს ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოუტანეს. ერთ-ერთი ბოლო გამამტყუნებელი განაჩენი ადეიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის იანვარში გამოიტანა.
ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმდროინდელ ოპოზიციონერ, კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო