ახალი ამბები

მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო, მაგრამ გვინდა რომ მაქსიმალურად მართვადი იყოს – გამყრელიძე

11 აპრილი, 2021 • 1324
მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო, მაგრამ გვინდა რომ მაქსიმალურად მართვადი იყოს – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ მესამე ტალღა უკვე დაიწყო. გამყრელიძე ამ ვითარებაში ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დაიცვან.

“მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო, მაგრამ გვინდა რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ… ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, დაბადებისდღები და ა.შ. მარტო კონტორილი არ უშველის თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება რომ თავი უნდა შევიკაოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან,”-აცხადებს გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

ბოლო დღეებში ქვეყნაში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, ასევე იზრდება დადებითობის მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 707 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10 აპრილის მდგომარეობით 2.85%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი