ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გადაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 24 823 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 16 878 ანტიგენის და 7 945 PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%-ია. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 396-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 3 877 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 408
- აჭარა – 61
- იმერეთი – 47
- ქვემო ქართლი – 22
- შიდა ქართლი – 22
- გურია – 26
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71
- კახეთი – 26
- მცხეთა-მთიანეთი – 20
- სამცხე-ჯავახეთი – 2
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა 7 190-ია, მათგან 2 298 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.