ანტონ პლისნოიმ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

მოსკოვში ძალოსნობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლისნოიმ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. მან ოქროს მედლები მიიღო აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში. პლისნოიმ აკვრაში 213 კგ აწია, ატაცში – 180, ორჭიდის ჯამში – 393 კგ. ორჭიდის ჯამში პლისნოიმ მეორე ადგილზე გასულ პიოტრ ასაიონაკს (ბელარუსი) 19 ქულით აჯობა.