ბოლო 24 საათში საქართველოში კოროანვირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 36 578 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 24 438 ანტიგენის, 12 140 კი PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.47%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 287 183-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 858 ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 430
- აჭარა – 62
- იმერეთი – 50
- ქვემო ქართლი – 29
- შიდა ქართლი – 29
- გურია – 21
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91
- კახეთი – 32
- მცხეთა-მთიანეთი – 17
- სამცხე-ჯავახეთი – 6
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 873-ია, მათგან 2 129 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.