ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება – აშშ-ის საელჩო ენგურზე მომხდარზე

8 აპრილი, 2021 •
ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება – აშშ-ის საელჩო ენგურზე მომხდარზე

აშშ-ის საელჩო ეხმაურება 7 აპრილს მდინარე ენგურში, გალიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტს.

საელჩო წერს, რომ გულითად სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, „აგრეთვე ყველას, ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად“.

„ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები“, – წერს საელჩო.

„ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს, რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით“.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ“,- წერია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, April 8, 2021

გირჩევთ ასევე:

ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები

მასალების გადაბეჭდვის წესი