ახალი ამბები

უკრაინელი კოლეგა ზალკალიანს მეზღვაურების გათავისუფლებაში შუამდგომლობას სთხოვს

8 აპრილი, 2021 • 724
უკრაინელი კოლეგა ზალკალიანს მეზღვაურების გათავისუფლებაში შუამდგომლობას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერს, დავით ზალკალიანს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დმიტრო კულებამ ქართველ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიში რუსული ჯარის კონცენტრაციაზე.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილე რუსეთის უარზე, ხელახლა დაადასტუროს მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზებაზე, ისევე, როგორც ინტენსიური პროპაგანდის გავრცელებაზე, რომელიც აქეზებს სიძულვილს და ამახინჯებს რეალობას.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყების თქმით, დავით ზალკალიანმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ და დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან, გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმატებში რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

ამასთან, დმიტრო კულებამ ზალკალიანს სთხოვა, ხელი შეუწყოს მიუკერძოებელ განხილვაში უკრაინის მოქალაქე მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულმა მხარემ დააკავა გასული წლის ნოემბერში.

უკრაინის მოქალაქეები გასული წლის 28 ნოემბერს ღია ზღვაში, იახტაზე  დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე, ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინის შესახებ. მათ ქართული მხარე საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება.

მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

უკრაინა საქართველოს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი