ახალი ამბები

შვილმა მამა ცემით მოკლა — შსს

8 აპრილი, 2021 • 756
შვილმა მამა ცემით მოკლა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც მამის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 აპრილს დაბა წყნეთში, ოჯახში კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა  მამას – 1961 წელს დაბადებულ გ.ფ-ს ცემისას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში წყნეთში დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი