ფესტივალი Tbilisi Open Air წელსაც არ გაიმართება. როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. ორგანიზატორების განცხადებითვე, ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის აღება უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.
“მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.
დარწმუნებული ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს”,-წერია განცხადებაში.
? მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.
მთელი ამ დროის…
Posted by Tbilisi Open Air / AlterVision on Wednesday, April 7, 2021