ევროპარლამენტარის (EPP), რასა იუკნევიჩიანეს თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე სერიოზული გზავნილია და ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ აქვს ეჭვი „ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზის პრიორიტეტულობასთან“ დაკავშირებით. ეს განცხადებები იუკნევიჩენემ ჟურნალისტ ეგორ კუროპტევის მიერ ორგანიზებული დისკუსიის, „სამხრეთ კავკასიის დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში გააკეთა.
„ევროპარლამენტში საქართველოს თითქმის ყველა მეგობარი იმედგაცრებულია. მსურს მივმართო მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. მათი კომენტარები საკმაოდ უცნაური იყო, თითქოს, განცხადება [ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ] მხოლოდ შვიდმა ადამიანმა გააკეთა და ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის პოზიციაც ასეთია. არა, ეს ასე არაა.
ყველა ჩვენგანი უჭერს მხარს ამ განცხადებას, მათ შორის ევროპული კომისია, ევროპული საბჭო, მათ შორის ნაწილს- ფინანსურ დახმარებაზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეჩერებაზე. ეს სერიოზულია, ხუმრობები არაა.
ახლა ვწუხვარ, რომ საქართველო სხვა ვითარებაში შედის. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მართალია, ქართველები არასდროს იქნებიან რუსული [ალიანსის, კავშირის] ნაწილი, რუსეთი დღევანდელ რეალობაში როლს თამაშობს, დამალულია, მაგრამ მონაწილეობს. როგორღაც, ამ მოკლევადიან პერიოდში ის გამარჯვებულია. ვფიქრობ, არც ისე ხშირად ხდება, რომ ისეთი მაღალი დონის ევროკავშირის თანამდებობის პირი, როგორიც შარლ მიშელია, ჩართულია მედიაციაში. არავინ, არცერთი მხრიდან, არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს მაქვს ეჭვები, მართლაც არის თუ არა ბიინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი“, — განაცხადა მან.