ახალი ამბები

მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს ისევ ეძებენ

7 აპრილი, 2021 • 1651
მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს ისევ ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი