ახალი ამბები

“პარტია იქნება საყრდენი პრემიერისთვის, სპეკულაციებს სერიოზულად ვერ ვუპასუხებ” – კობახიძე

7 აპრილი, 2021 • 667
“პარტია იქნება საყრდენი პრემიერისთვის, სპეკულაციებს სერიოზულად ვერ ვუპასუხებ” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უარყოფს ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა და ღარიბაშვილი პარტიულ თანამდებობაზე მის ჩანაცვლებას გეგმავს.

კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს დიდი პასუხიმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევის კუთხით და პარტიის, ასევე მისი, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პრემიერ-მინისტრის გაძლიერებაა:

“მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღეს პრემიერს ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმ პრობლემების დაძლევის კუთხით, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ, პრემიერს ესაჭიროება, პირველ რიგში, გამაგრება, ეს არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

პარტია იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშივლისთვის, იმ პრობლემების დაძლევის გზაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. დანარჩენი, ამ სპეკულაციებზე სერიოზულ პასუხებს ჩვენ ვერ გავცემთ”, – ამბობს კობახიძე “პირველი არხის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი