მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.
თბილისის მერიის განმარტებით, მისი საბურთალოზე დაკრძალვა მწერლის ანდერძის მიხედვით ოჯახმა გადაწყვიტა.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მწერალი კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
გურამ დოჩანაშვილი არაერთი მნიშვნელოვანი რომანისა და მოთხრობის ავტორია. დოჩანაშვილს 2010 წელს გადაეცა პრემია “საბა” “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”, ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის “ბრმადყოფილზე”.
თბილისის მერიამ გურამ დოჩანაშვილი 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.