ცნობილ ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნეტგაზეთს“ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესცენტრში დაუდასტურეს.

უწყების თანახმად, ოჯახმა გადაწყვიტა, აღასრულოს მწერლის ანდერძი და იგი შვილის საფლავის გვერდით დაკრძალონ [მისი შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი, 1990 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა].

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

4 აპრილს იგი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.